უცხოელ ბიზნესმენებსა და ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოთა თანამშრომლებს და კერძო პირებს ახლა შეუძლიათ საჯარო რეესტრიდან ისე მიიღონ ინფორმაცია, რომ მთარგმნელთა და ნოტარიუსთა მომსახურებისათვის თანხა არ დახარჯონ.
დღემდე მოსახლეობის დოკუმენტირება მხოლოდ ერთ ენაზე − ქართულად − ხდებოდა. თუმცა ახლა, − წერს გამოცემა, − ინგლისური ენა საქართველოში მეორე არაოფიციალური ენის არაფორმალურ სტატუსს იძენს, რასაც მთავრობა და ადგილობრივი ბიზნესი აქტიურად უჭერენ მხარს. და მაინც, გამოყენებადობის მხრივ მეორე ენის ადგილი მყარად უკავია რუსულ ენას.
უცხოელი ბიზნესმენები მიესალმებიან საქართველოში მეწარმეთა ინგლისურ ენაზე რეგისტრაციის დაწყებას. დღემდე ისინი იმ მთარგმნელებს მიმართავდნენ ხოლმე, რომლებმაც ქართული იურიდიული ტერმინოლოგია იცოდნენ. ასეთ მთარგმნელთა მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს, კვალიფიციური სპეციალისტის პოვნა კი არც ისე ადვილია.